რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენს კომპანიაზე

ამჟამად ქვეყანაში მომქმედი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს სამშენებლო სფეროს შეიცავს მრავალ ხარზვეზს. ფაქტიურად არ მოითხოვება არანაირი სამშენებლო, საპროექტო, საექსპერტო და სხვა ლიცენზია, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი და ა.შ რის შედეგადაც სამშენებლო სერვისების მიმწოდებელთა რიცხვმა საგრძნობლად გადააჭარბა ბაზრის მოთხოვნას. ბაზარზე გაჩნდნენ „შემთხვევითი“ პირები კვალიფიკაციის, ისტორიის, ცოდნის გარეშე. ფაქტიურად პირი,რომელიც გუშინ კარტოფილით ვაჭრობდა საკოლმეურნეო ბაზარზე დღეს გვევლინება მშენებლად, ხვალ პროექტანტად, ზეგ კი უკვე ექსპერტად. ზემოთჩამოთვლილის გამოა, რომ გაჩნდნენ ე.წ. „ყველაფერშჩიკები“, რომლებიც რომ ჰკითხოთ დაგიგებენ ლინოლეუმსაც და აგიშენებენ კაშხალსაც – მათ ამას კანონი არ უზღუდავთ. 

 მრავალი დამკვეთი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ შეთავაზებულ ფასზე შედის გარიგებაში ასეთ კონტრაქტორებთან მათ მიერ ცოდნის უკმარისობის გამო შეთავაზებული დაბალი ფასის ხიბლით შეპყრობილი. შედეგად მრავალია შემთხვევა, როდესაც დამკვეთის მიერ დაქირავებული ასეთი კონტრაქტორები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს რაც ყოველთვის იწვევს გაუგებრობებს მხარეებს შორის, სასამართლო გარჩევებს და ა.შ. ზარალდება საქმე. პირი კი რომელსაც ხშირად ორი კომპიუტერს მეტი არაფერი აბადია აგრძელებს სამშენებლო საქმიანობას. უკიდურეს შემთხვევაში ხურავს კომპანიას და არეგისტრირებს სხვას. საუკეთესო შემთხვევაში კი ანებებს თავს სამშენებლო საქმიანობას.  

 ეს არის დღეავანდელი რეალობა. 

 ჩვენ ასეთი კომპანიების რიცხვს არ მივეკუთვნებით. გვაქვს ისტორია, გამოცდილება, კვალიფიციური სამშენებლო კადრები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელთა ნახვა და შეფასება შეგიძლიათ ჩვენსავე ვებ გვერდებზე.