რა უპირატესობა აქვს ჩვენი სერვისებით სარგებლობას

დღეისათვის სამშენებლო სერვისების მიწოდების სფეროში მრავალი კომპანია მონაწილეობს დაკომპლექტებული მეტ-ნაკლები რესურსებით როგორიცაა კვალიფიკაცა, მატერიალურ-ტექნიური ბაზა, საინჟინრო კადრები და ა.შ. 

 ჩვენ გაგვაჩნია ყველა ზემოთჩამოთვლილი რესურსი. ამასთანავე სამშენებლო კომპანია, რომელსაც საინჟინრო მომსახურებასთან ერთად გააჩნია საკუთარი საპროექტო დანაყოფები მცირეა. კიდევ უფრო მცირეა იმ კვალიფიციური კომპანიათა რიცხვი, რომელნიც მუშაობენ მეტალოკონსტრუქციების სფეროში: მიწის სამუშაოთა, რკინაბეტონის სამუშაოთა პროექტირება/შესრულება ბევრმა საშუალო და დაბალი დონის ინჟინერმა თუ კომპანიამ ასე თუ ისე ისწავლა, მეტალის კონსტრუქციებს კი გაცილებით მეტი ცოდნა, საინჟინრო ინტელექტი და გამოცდილება ჭირდება. მეტალოკონსტუქციათა კვალიფიციური პროექტირება დღეისათვის საქართველოში 4-5 კომპანიას (ჯგუფს) ხელეწიფება. მათ შორისაა ჩვენი კმპანიის საპროექტო ჯგუფიც. ცოტათი უფრო მეტია მეტალოკონსტრუქციების მწარმოებელი და მემონტაჟე კომპანიათა რიცხვი: დაახლოებით 8-10 და ჩვენი კომპანია აქაც მათ რიცხვშია. სხვა საქმეა ორივე ერთად: პროექტირება და დამზადება-მონტაჟი – ასეთთა რიცხვი კი არ სცილდება 3-ს ჩვენი კომპანიის ჩათვლით. მხოლოდ ასეთ კომპანიებს შეუძლიათ მშენებლობის პროცესში და მისი შეჩერების გარეშე საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ოპერატიული შეტანა საპროექტო თუ სხვა სახის დოკუმენტაციაში თუ თვით მშენებლობის პროცესში. ჩვენი საქმიანობისას ხშირად დაგვჭირვებია ეს და ჩვენთან მოსულ დამკვეთთა უდიდესი უმრავლესობა სწორად გვიფასებს ამას.  

ასე, რომ უპირატესობაზე საუბრისას ვფიქრობთ ზემოთმოყვანილი არ არის უსაფუძვლო არგუმენტები. განსჯა თქვენთვის მოგვინდია.