თერმული დანაკარგების დიაგნოსტიკა (თდდ) წარმოადგენს მძლავრ საშუალებას დროულად დავადგინოთ გამოსაკვლევ ობიექტზე თერმული დანაკარგები, მათი სახეები, დოკუმენტალურად აღვწეროთ არსებული თუ მოსალოდნელი პრობლემები და დავსახოთ გზები მათ აღმოსაფხვრელად, ხოლო ყოველივე ამის გათვალისწინებით ობიექტის ექსპლოატაციის შემდგომ პერიოდში ობიექტზე დაიზოგოს თბული (ელექტრო) ენერგია, რაც დროის პერიოდში იძლევა ობიექტისა და მისი მფლობელისათვის საგრძნობ ფინანსურ ეკონომიას.
წარმოგიდგენთ თერმული კვლევების მეთოდით ჩატარებულ სამუშაოებზე ვიზუალურ მასალას
ჩვენი კომპანია და კვალიფიცირებულ ექსპერტთა ჯგუფი შესაბამისი მოწყობილობების გამოყენებით გთავაზობთ:
- მთლიანად ობიექტის თერმულ სკანირებასა და თბოდანაკარგების საერთო მდგომარეობის შეფასება როგორც ინტერიერისა ასევე ექსტერიერისა.
- არსებულ თბოიზოლაციაში დეფექტებისა და თერმული ხიდები (ადგილები, სადაც თბოიზოლაცია დარღვეულია მთლიანად, ნაწილობრივ ან არასათანადო ხარისხით არის წარმოდგენილი რის შედეგადაც ამ კონკრეტულ ადგილას არის არსებული თბოსაიზოლაციო მასალის ნორმაზე მეტი თბოგამტარობა) აღმოჩენას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი სახის კვლევები სამაცივრე-სასაწყობე და ტემპერატურის კონტორლირებად სასაწყობე მეურნეობებისათვის.
- თერმული ხიდების აღმოჩენა ბეტონის საფარებში, ფუნდამენტებსა და ფილებში, კედლების წყობაში, სხვენებსა და სარდაფებში, თბოდანაკარგების საერთო მდგომარეობის შეფასება.
- თბური ნაკადების ლოკაცია გათბოსბის სისტემებსა და მილგაყვანილობებში (ხილული და მალულ ადგილებში დამონტაჟებული მილგაყვანილობა), მათი თბოიზოლაციის მდგომარეობის შეფასება.
- იატაკების გათბობის სისტემებში თერმული ხიდებისა და თბოდანაკარგების ზუსტი ადგილების აღმოჩენა მათთვის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ადგილების ზუსტი ლოკაციისათვის.
- კარ-ფანჯრების ხარისხიანობისა და მათი მონტაჟის ხარისხის შეფასება მათი, როგორც ინტერიერ/ექსტერიერის ბარიერის თბომედეგობის ხარისხთან მიმართებაში.
- წყლის ინფილტრაციის ადგილების ლოკაცია ფუნდამენტებსა და გადახურვის კონსტრუქციებში, სახურავის ფენილებში.
- ელექტროგაყვანილობებში პრობლემური კვანძების, გადახურების ადგილებისა და შესაბამისი სავარაუდო ავარიული ადგილების წინასწარი დიაგნოსტიკა.
- ობიექტის მიმდინარე ექსპლოატაციის ეკონომიკური ანალიზი თბოდანაკარგებთან მიმართებაში.
ჩატარებული დიაგნოსტიკის (ექსპერტიზის) კვლევები დამკვეთს წარედგინება დასკვნის სახით, რომელშიც მოცემული იქნება ვიზუალური მასალა თბოდანაკარგების, წყლის ჟონვის, ნესტიანობისა და ობიექტის საერთო მდგომარეობის შესახებ, აღნიშნული იქნება ყველა ის პრობლემური ადგილი, რომელიც ობიექტს გააჩნია და მიეცემა რეკომენდაციები აღმოჩენილი დეფექტების გამოსასწორებლად, ხოლო ეკონომიკური დანაკარგების ანალიზის დაკვეთის შემთხვევაში დეტალურად დაიანგარიშება ციფრები, თუ რა ეკონომიკურ ზარალს ნახულობს დამკვეთი ობიექტის მიმდინარე ექსპლოატაციისას დროის გარკვეულ მონაკვეთში.