ლითონის კონსტრუქციები

ჩვენს მიერ იწარმოება ნებისმიერი სირთულისა და დანიშნულების კონსტრუქცია დაწყებული ნავთობპროდუქტების რეზერვუარებიდან და მილგაყვანილობიდან დამთავრებული დიდი და მცირე ზომის სასაწყობე მეურენეობათა მზიდი კარკასებითა და მათი ცალკეული ელემენტებით. 2021 წელს პირველად საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელდა 5000 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების რეზერვუარის დამზადება, მონტაჟი ე.წ. “ფურცლოვანი” მეთოდით (“Полистовой” метод) და მისი შემდგომი მაღალხარისხიანი ღებვა სს შავი ზღვის ტერმინალისათვის (SOCAR) ყულევში.

როგორც წესი დამკვეთის მიერ მოწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩვენი საპროექტო-საინჟინრო კადრების მიერ შემუშავდება  კონსტრუქციათა დეტალიზირებული მუშა დოკუმენტაცია ე.წ. КМД რომლის საფუძველზეც ხდება შემდგომ კონსტრუქციათა დამზადება.

ხელგვეწიფება როგორც  ბრტყელი ასევე სივრცული ტიპის  ოვალური (არკული) ტიპის ელემენტების დამზადება. მივაქცევდით ყურადღებას ზესტაფონის ახალი საკოლმეურნეოო ბაზრისათვის დამზადებულ არკული ტიპის 50 მ.-იანი მალის მზიდ კონსტრუქციებს, რომლებიც თავისი გეომეტრიული ფორმებისა და გაბარიტების მიხედვით საქართველოში უნიკალურია.

ლითონკონსტრუქციათა წარმოების პროცესში ვხელმძღვანელობთ როგორც ევროპული და ამერიკული სტანდარტებით, ასევე რუსული ГОСТ-ებით დამკვეთისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ვახდენთ ნამზადის ანტიკოროზიულ დაცვას სხვადასხვა მოწინავე მეთოდებით, რომელთაც განგვისაზღვრავს დამკვეთი. ასე მაგალითად ჩვენს მიერ LUDWIG PFEIFFER HOCH UND TIENBAU GmbH კომპანიის დაკვეთით დამზადებული კონტრუქციების ანტიკოროზიული დაცვა განვახორციელეთ 320 მიკრონიანი ოთხფენოვანი ეპოქსიდური საფარებით თუთიის ბაზაზე, რომელიც უზრუნველჰყოფს მათ ანტიკოროზიულ და ცეცხლსაწინააღმდეგო დაცვას 50 წლის მანძილზე. დამკვეთის მოთოვნებიდან გამომდინარე კონსტრუქციები ატიკოროზიული საფარის დატანამდე მუშავდება ქვიშაჭავლური წმენდის მეთოდით (“Sand Blasting”, «пескоструйная обработка») საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული ევროპული სტანდარტის შესაბამისად რაც უზრუნველყოფს საფარის საიმედოობას.

ჩვენს მიერ ნაწარმოები კონსტრუქციები დამზადების პროცესშივე გადის დამზადების პროცესისა ხარისხისა და მზა ნაწარმის შემოწმებას (QA/QC) რაც ამაღლებს მათს საიმედოობას და უზრუნველყოფს მათს სტანდარტებთან შესაბამისობის.

კომპანია ფლობს საკუთარ პატენტს დიდმალიანი გადახურვებისათვის ბადისებრი გარსების, გუმბათოვანი კონსტრუქციების და წინასწარდაძაბული ჩარჩოვანი კონსტრუქციების პროექტირებისა და დამზადების სფეროში.