გეორადიაციული კვლევები

მიწისქვეშა და ფარული სივრცეების გამოკვლევები გეორადიაციული მეთოდით და მისი შესაძლებლობები

გეორადიაციული კვლევა წარმოადგენს  არანგრევად  გამოკვლევის მეთოდს,  რომელიც დამოკიდებულია  იმპულსურ  ანალიზზე, არეკლილ გარემოს საზღვრიდან, რომელთაც გააჩნიათ  განსხვავებული  ელექტროფიზიკური მახასიათებლლები.

კვლევცის მეთოდიკით სხვადასხვა  ზედაპირების  და სიღრმის რადიოლოკაციური იმპულსური ანალიზის შედეგად მიიღება მაღალი სიზუსტის მოცულობითი სურათი, სადაც ნათლად იქნება დაფიქსირებული ყველა სახის ანომალია. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით დეტალური კვლევების ჩატარება შესაძლებელია 250 მეტრის სიღრმეზე, რაც კვლევის შედეგად გადატანილი იქნება მოცულობით (3D)  ფორმატში.

გამოსაკვლევი ობიექტის (სივრცის) დასკანერების შემთხვევაში შესაძლებელია თვალისთვის დაფარული, როგორც მეტალის , ისე არა მეტალის საგნებისა თუ ობიექტების, არაერთგვაროვანი ქანებისა და ღიობების დაფიქსირება. თანამედროვე რადარები/სკანერები იკვლევენ გრუნტს 250 მეტრ სიღრმეზე. მათ შეუძლიათ დააფიქსირონ წიაღისეული ობიექტები, რომლებიც შეესაბამება სიღმისეულ ნალექებს ასევე კონტრასტები მოსაზღვრე ქანებთან. უმეტეს შემთხვევაში მოიხმარება 50 – 1500 მჰც სიხშირის სიგნალები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაფარული ობიექტების დაფიქსირება, როგორც გრუნტში სირღმისეულად, ასევე კონსტრუქციებში. რადარული კვლევის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფიქსირდეს სიღრმის შესაბამისად შემდეგი ზომის საგნები:

  • 3-5 სმ – 1მ სიღრმეზე,
  • 5-10 სმ – 2მ სიღრმეზე,
  • 10-15 სმ – 5 მეტრზე,
  • 15-30 სმ – 10 მეტრზე,
  • 1 მეტრის – 50 მეტრ სიღრმეში. და ა.შ.

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურების შემდეგ სახეებს აღნიშნული მეთოდიკის გამოყენებით:

  • გრუნტში გაზსადენების, ნავთობსადენების, წყალსადენების, ასევე ყველანაირი მილგაყვანილობის არსებობის დაფიქსირება, მათი განლაგების, ზომებისა და ა.შ. დადგენა.
  • გრუნტის დანესტიანების, წყლის გაჟონვების დაფიქსირება მილგაყვანილობიდან და კოლექტორებიდან, გვირაბებში შემონადენი ჟონვისა და მისი წყაროს ღრმულებისა და არხების, მათი გეომეტრიული ზომებისა და ტრასირების დაფიქსირება,
  • გამოსაკვლევ ტერიტორიაზე (ობიექტზე) მეტალის, ასევე სხვა მასალისგან დამზადებული მილების, კაბელების, ასევე დაფარული წყლის გაჟონვების დაფიქსირება.
  • ბეტონის კონსტრუქციის ხარისხისა და მდგომარეობის დადგენა, არმატურის განაწილების, ღიობებისა და ბზარებისა და ზომების არსებობის დაფიქსირება. გრუნტის მდგრადობის დადგენა.
  • ფარული საძირკვლის ლოკაციის დადგენა და მისი მდგომარეობის შეფასება.
  • გრუნტის დაბინძურების დაფიქსირება.
  • როგორც საავტომობილო გზების, ასევე ასაფრენი ზოლის ფიზიკური მდგომარეობის დადგენა.
  • კაშხლის, ხიდებისა და გვირაბების საერთო მდგომარეობის შეფასება და მათი კონსტრუქციის საერთო ანალიზი მდგრადობაზე.
  • ქანების მოძრაობის , ტექტონური დარღვევების, კასტრორული სტრუქტურების დადგენა.
  • ტერიტორიის გეოლოგიური აგებულობის სტრუქტურის შესწავლა, ასევე   სასარგებლო წიაღისეულის არსებობის მოძიება-მონიშვნა.