ასფალტბეტონისა და გრუნტის ტენიანობისა და ტკეპნის ხარისხის სწრაფი ექსპერტიზა/დადგენა TROXLER-ის ბირთვული აპარატით.

ჩვენი კომპანია ახორციელებს გრუნტის, ასფალტის საფარის, ბეტონისა და სხვა მსგავსი სიმკვრივის მახასიათებლების მქონე მასების სიმკვრივისა და ტენიანობის სწრაფ დადგენას თანამედროვე TROXLER-ის ბირთვული აპარატით.

აღნიშნული აპარატის გამოყენება უპირატესობას წარმოადგენს სხვა გამოყენებულ ტრადიციულ მეთოდებთან (მგალითად ე.წ „ჩანაცვლების“ მეთოდი და სხვ.) შედარებით, ვინაიდან არის გაცილებით უფრო სწრაფი და რაც მთავარია ზუსტი. დღეში შესაძლებელია 15-25 წერტილზე ანათვალის აღება და გრუნტის/შრის/საფარის მდგომარეობის მეყსეული შეფასება თითოეული ანათვალისათვის მაშინ, როდესაც სხვა ტრადიციულ მეთოდებს ამისათვის სჭირდება 2-4 დღე ანათვალთა აღების შემდგომ. ამასთან ერთად ვინაიდან შრომისა და დროის დანახარჯები ჩვენს შემთხვევაში მთელ პროცესზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას შესაბამისად ასევე რამოდენიმეჯერ ნაკლებია ჩვენი მომსახურების ღირებულებაც.
მაგალითისთვის: ვთქვათ გამოსაკვლევია მოედანი ფართობით 1’500 მ2. არსებული სტანდარტის მიხედვით მასზე საჭიროა 15 ანათვალის აღება. ერთი ანათვალის ღირებულება „ჩანაცვლების“ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას მერყეობს 100 ლარის ფარგლებში და შესაბამისად დამკვეთს მთელი მოედნის კვლევა 15 x 100 = 1’500 ლარის ფარგლებში დაუჯდება, თანაც შემსრულებელს საველე სამუშაოს ჩატარებისათვის 2-3 დღე დასჭირდება, ხოლო საველე სამუშაოებისას აღებულ სინჯებზე ლაბორატორიულ კვლევას კი დამატებით 2-4 დღე. ანუ დამკვეთი ოფიციალური დასკვნის მიღებას შეძლებს საველე სამუშაოთა დაწყებიდან 4-7 დღეში. ჩვენს შემთხვევაში კი დამკვეთს სამუშაო დაუჯდება 500 – 600 ლარის ფარგლებში და დასკვნა მას ექნება იმავე დღეს. უნდა აღინიშნის ასევე ისიც, რომ როდესაც დამკვეთს აინტერესებს ტენიანობის დადგენაც ჩვენი მეთოდი გაცილებით ზუსტია, ვინაიდან მოედნიდან ლაბორატორიში სინჯების გადაზიდვისას, ლაბორატორიაშ მათი შენახვისას ხშირია შემთხვევა, როდესაც სინჯების ჰერმეტულობის დაცვა ვერ ხორციელდება სათანადოდ, რის შედეგადაც წარმოიშობა ცდომილება. აქ მოყვანილი არგუმენტები თავისთავად მეტყველებენ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდიკის გამოყენების აშკარა უპირატესობებზე დროისა და ფინანსური დანახარჯების, კვლევათა მინიმალური ცდომილებების კუთხით.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისის ღირებულება განისაზღვრება თითოეული შეკვეთისათვის ცალკე მოედნის/ობიექტის ადგილმდებარეობისა და სინჯების რაოდენობიდან გამომდინარე.