კომპანიის ხედვები და სტრატეგია

ჩვენი კომპანია 2009 წლიდან წარმოდგენილია ქვეყნის სამშენებლო ბაზარზე როგორც კვალიფიციური და საიმედო პარტნიორი სამშენებლო სფეროში, რაზედაც მოწმობს ჩვენი დამკვეთების სარეკომენდაციო წერილები და შეფასებები.

კომპანიაში დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს დამკვეთებთან, მომწოდებლებთან, შუამავლებთან და სხვა, არამედ იმას, თუ როგორ პირობებში უწევს ჩვენს ინჟინერ-ტექნიკურსა და მუშა პერსონალს  შრომითი საქმიანობის განხორციელება. პროფესიონალიზმი და უსაფრთხოება – ეს ჩვენი შეფასებით არის თავი და თავი წარმატებისა.  ჩვენი ღრმა რწმენით ვერ იქნები წარმატებული, თუკი გვერდზე გიდგას შენით უკმაყოფილო თუნდაც ერთი თანამშრომელი და აქედან გამომდინარე უსაფრთხოებასთან ერთად ყურადღებას ვაქცევთ იმასაც, თუ რა საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფება მუშა-პერსონალი ობიექტებზე, რომელთა გეოგრაფია ამა თუ იმ მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ კომპანიაში შევძელით შეგვექმნა „კოლექტიურობის“ განცდა, სადაც ჩვენი აზრით კოლექტივის, როგორც ერთი ორგანიზმის წევრად გრძნობს თავს თითოეული თანამშრომელი განურჩევლად კომპანიაში მისი სტატუსისა.

საქართველოში შექმნილი საკმაოდ არასახარბიელო ეკონომიკიური მდგომარეობის მიუხედავად ჩვენი კომპანიის რეიტინგი და იმიჯი ჩვენს ყოფილ თუ ამჟამინდელ დამკვეთებს შორის, კომპანიის თანამშრომელთა კეთილგანწყობა და ერთგულება მაინც გვაძლევს საშუალებას წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა და ყოფილმა დამკვეთმა აღარ ეძებოს სხვა, ხოლო ახალმა კი გაგვიცნოს დადებითი კუთხით.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ჩვენ და ჩვენი პერსონალის თითოეული წევრი ორიენტირებულია ახალი შესაძლებლობების ძიებაზე ძირითადად სამშენებლო სფეროში. პროგნოზირება ძნელია თუ რა იქნება ხვალ, თუმცაღა ჩვენთვის ნათელია, რომ ერთ ან თუნდაც ორ სფეროში ჩვენი საქმიანობა, თუნდაც წარმატებული, არასაკმარისია და ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის ბაზარიც (სამშენებლო თუ სხვა) არასტაბილურია, საჭიროა მუდმივად სიახლის ძიება. აქედანაა განპირობებული ჩვენი გადაწყვეტილება წარმოდგენილნი ვიყოთ არა მარტო როგორც მომსახურების (სამშენებლო) მიმწოდებელნი კონკრეტული დამკვეთებისადმი, არამედ როგორც სხვადასხვა სახის სამენებლო მასალის მიმწოდებელნი. ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული გოროვანის საწარმოო ბაზის ინფრასტრუქტურა სადაც რკინაბეტონისა და მეტალოკონსტრუქციების წარმოებასთან ერთად დაგეგმილია ინდოელ ინვესტორთა მონაწილეობით სამშენებლო მასალათა მსხვილი სარეალიზაციო ბაზის მოწყობაც, სადაც კლიენტების ყოველდღიური მომსახურება იწარმოებს მათთვის სრული კომფორტითა და ბაზარზე არსებულ ტარიფებზე უფრო დაბალი ფასებით ანალოგიურ მასალებზე.

ჩვენ თვითონ გვაქვს გამოცდილი, თუ როგორი მომსახურება ხვდება მყიდველს (პატარასა თუ დიდს) ამა თუ იმ მასალის შეძენისას, მათი დანიშნულების ადგილამდე მიტანისას, დატვირთვა-გადმოტვირთვასა და სხვა საკითხებში და მომწოდებელთა მცირეოდენი გამონაკლისის გარდა ამდაგვარი მომსახურებანი უკეთესის სურვილს ტოვებს. პრინციპულად გვაქვს გადაწყვეტილი შევუქმნათ ჩვენს დამკვეთებს სრული კომფორტი მათგან შემოსული დაკვეთის მომენტიდან მათ მიერ მითითებულ მისამართზე შეკვეთის მიღების ჩათვლით.

დრო – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, დრო, რომელიც დაეზოგება ჩვენს დამკვეთს პლიუს შეთავაზებული კომფორტი. ეს შეეხება ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროს და ვზრუნავთ იმაზე, რომ შევამციროთ დროის დანახარჯები როგორც საქმიანობის ძირითად სფეროში, ასევე დამატებით შეთავაზებულ მომსახურებებზე.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით კომპანიამ აიღო ორიენტირი ინერტული მასალების მიწოდებაზეც რის შედეგადაც შეძენილია 6 კარიერი სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში რისთვისაც შევიძინეთ სათანადო საკარიერო ტექნიკის ერთეულები. აღნიშნულ რეგიონში ინერტულ მსალებზე მოთხოვნილების ზრდის შემთხვევაში რაღა თქმა უნდა იგეგმება ტექნიკური საშუალებების ერთეულების გაზრდაც.

კომპანია ახლის ძიებაშა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე. მიმდინარეობს ჩვენს მიერ დღეს წარმოებული ანტიკოროზიული და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარების აქტიური მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე, რისთვისაც დაწყებული გვაქვს მათი სერტიფიცირების პროცესები შესაბამის სერტიფიცირების ავტორიზებულ სტრუქტურებთან აშშ-სადა ისრაელში. ვფიქრობთ რომ აღნიშნული პროდუქცია თავის ნიშას იპოვის ისეთ დიდ ბაზრებზე, სადაც სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმები მკაცრად მოითხოვენ ასეთი პროდუქტით ამა თუ იმ ნაგებობისა და მათი ზედაპირის დამუშავების აუცილებლობას, რასაც ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით მოკლებულია ჩვენი ეკონომიკური სივრცე.