კომპანიის ისტორია

ჩვენი კომპანია დაარსდა და გაიარა სახელმწიფორ რეგისტრაცია 2009 წ. 30 დეკემბერს ქ. თბილისში როგორც სამშენებლო-საწარმოო სუბიექტმა. მისი დამფუძნებელია გიორგი ასათიანი, პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი, სამშენებლო საქმისა და მშენებლობის მენეჯმენტის 30 წლიანი გამოცდილებით.

კომპანიამ თავდაპირველად საქმიანობა დაიწყო როგორც სამშენებლო სამუშაოების (ძირითადად რკინაბეტონისა და ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები) ქვეკონტრაქტორმა.

სწორად შერჩეულმა საინჟინრო კადრებმა და კვალიფიციურმა მუდმივმა მუშა-პერსონალმა საშუალება მისცა კომპანიას ეტაპობრივად გაეფართოვებინა მომსახურებსი სპექტრი – დაემატებინა მოპირკეთების, ელ. სამონტაჟო, თბოსაიზოლაციო და სანტექნიკურ სამუშაოთა პროფილები და მცირე პერიოდში თავად გამხდარიყო მსხვილი ობიექტებისათვის ასეთ სამუშაოთა კონტრაქტორი.

2010 წლიდან ორხევში საწარმოო ბაზის ორგანიზებამ საშუალება მოგვცა იმ ლითონკონსტრუქციების საკუთარი ძალებით წარმოებისა რომელსაც ჩვენივე კომპანია ამონტაჟებს.

კომპანიაში ჩამოყალიბდა შრომის უსაფრთხოების, საწარმოო-ტექნიკური განყოფილება და ხარისხის კონტროლის ჯგუფები შემდგარნი გამოცდილი საინჟინრო და ყოფილი თუ მომქმედი საპროექტო-საექსპერტო კადრებისაგან. აღნიშნულმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან, რასაც დღესდღეობით ბევრი ანალოგიური სუბიექტი ფაქტიურად მოკლებულია. შეძენილია დიაგნოსტიკისა და საკვლევ-საძიებო მოწყობილობა-დანადგარების ერთეულები და აღნიშნული საექსპერტო პერსონალის ბაზაზე ჩამოყალიბებულია საექსპერტო ჯგუფი რომელმაც საშუალება მოგვცა შევთავაზოთ მომხმარებელს სხვადასხვა სახის საექსპერტო და კვლევითი მომსახურება.

2012 წელს ქართველ ქიმიკოსთა ჯგუფთან ერთად კომპანიამ დაიწყო ანტიკოროზიული და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარების საკუთარი წარმოება დაპატენტებული ტექნოლოგიის მიხედვით, რომელთაგანაც ანტიკოროზიულ ხსნარებს უკვე საკმაოდ კარგი სარეალიზაციო ბაზარი განუვითარდა. ჩვენს ქვეყანაში მშენებლობაში ცეცხლსაწინააღმდეგო ნორმების არასათანადო მოთხოვნები საკანონმდებლო კუთხით ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარების დამაკმაყოფილებელ რეალიზაციას, თუმცაღა იმედია რომ ეს ახლო მომავლის პერსპექტივაა.

2016 წლიდან დავიწყეთ საკონტეინერო და მოდულური ტიპის დროებითი ნაგებობების საკუთარი პროექტებით დამზადება და აგრეთვე მსგავსი პროდუქტების იმპორტი-რეალიზაცია. ამ სფეროში დავიკავეთ ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზარდა ინფრასტრუქტურაც: კომპანიამ შეიძინა ტერიტორია სოფ. გოროვანში რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს საწარმოო-სარეალიზაციო ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დამატებით შეძენილია სატაკელაჟე, ამწე-სამონტაჟო, საგზაო ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები, რამაც თავისთავად გამოიწვია მექანიზაციის ჯგუფის შექმნა და დამკვეთთათვის მიწის სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.