საკომისიოები შუამავლებისათვის

კომპანია იწვევს ყველა დაინტერესებულ შუამავალ პირს თანამშრომლობისათვის.
საშუამავლო საქმიანობა – ეს არის მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული საქმიანობის სფერო, რომელსაც ყველა წესიერი პირი სათანადოდ აფასებს. პრინციპი ასეთია: თუკი თქვენ თქვენი მონაწილეობით მოგაქვთ დაკვეთა, შესაბამისად მოგაქვთ სარგებელი განურჩევლად იმისა ირიცხებით თუ არა კომპანიის მუდმივ შტატში და ლოგიკურია, რომ თქვენი მონაწილეობის, შრომის, პასუხისმგებლობისათვის უნდა მიიღოთ კიდევაც შესაბამისი გასამრჯელო იმ შემოსავლიდან, რომელსაც შედეგად კომპანია ღებულობს.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომ ნებისმიერი შრომა გაწეული სარგებლისათვის უნდა დაფასდეს – მუქთად ხომ როგორც ადრე ამბობდნენ „მხოლოდ კომკავშირლები მუშაობენ?!“

შუამავლებთან ჩვენი თანამშრომლობის პრინციპი მარტივია – ყოველი პოტენციური დაკვეთა, რომელსაც თქვენ შემოგვთავაზებთ განიხილება ჯერ თქვენსა და ჩვენს კომპანიას შორის, სადაც წინასწარ შეთანხმდება საშუამავლო საკომისიების მოცულობები და „თამაშის წესები“ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დამკვეთსა და ჩვენს კომპანიას შორის უშუალო მოლაპარაკებები თქვენივე სურვილისამებრ: თქვენი ჩართულობით ან კონფიდენციალურობის დაცვით. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში თქვენ განიხილებით როგორც ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი კომპანიისა და შესაბამისად თქვენივე ინტერესების დამცველი.

Call Now Buttonდარეკვა