კამპუსი და საკონტეინერო ნაგებობები თქვენი ობიექტისათვის.

(სტანდარტული საკონტეინერო ნაგებობათა ფასები და ნახაზები იხილეთ ამ ბმულზე)
სწრაფად მოგიწყობთ კამპუსს მუშებისა და სხვა პერსონალისათვის არენდის ან შესყიდვის პირობებით.

თუ თქვენ ეწევით სამშენებლო ან სხვა სახის დროებით საქმიანობას და  გიწევთ მუშა-მოსამსახურეების ტერიტორიაზე და უკან გადაყვანა, კვებისა და აკომოდაციის ხარჯების გაწევა, მაშინ კამპუსი თქვენთვის ზედგამოჭრილია!

როგორც პრაქტიკა აჩვენებს თუკი მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა აჭარბებს 15-ს და კამპუსისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არის წყლისა და დენის მოწოდების საშუალება (უმეტესწილად კი დენისა და წყლის თანხებს იხდის თქვენი დამკვეთი) მუშა-პერსონალის ტრანსპორტირება/კვება/აკომოდაციის ხარჯები მცირდება 30%-ით თუკი გექნებათ საკუთარი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ორგანიზებული კვება. პლიუს თქვენი პერსონალი ერთ, დაცულ ადგილზე იმყოფება და კამპუსის ტერიტორიაზე სათანადო შინაგანაწესის  დაცვის შემთხვევაში  საგრძნობლად მცირდება სხვადასხვა შემთხვევებით (ალკოჰოლის მიღება, კონფლიქტი ადგილობრივ მოასხლეობასთან და სხვა) გამოწვეული რისკები.

ყველაზე დიდი დაბრკოლება კამპუსისათვის როგორც წესი არის ხოლმე კანალიზაციის ჭის არარსებობა მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც. თუკი თქვენს ობექტზე ან მის მიმდებარედ ჭა ხელმისაწვდომია, მაშინ არჩევანი გამოცდილი მეწარმე სუბიექტისათვის აშკარაა.

კამპუსის მოწყობა შესაძლებელია როგორც საკონტეინერო ტიპის დროებითი, ასევე სტაციონარული დროებითი ნაგებობის გამოყენებით. ისინი (სტანდარტულად) წარმოადგენენ 50 მმ სისქის სენდვიჩ პანელით მოპირკეთებულ ნაგებობებს ლითონის კარკასზე.

      კამპუსისათვის შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი:

  1. საპრარაბო (აღჭურვილობის დამატებითი არჩევანი – ნებისმიერი)
  2. საძინებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის (აღჭურვილობის დამატებითი არჩევანი: საწოლი, კარადა, ტუმბო, მაგიდა, ტელევიზორი და ა.შ.)
  3. საძინებელი მუშა/მოსამსახურეთათვის (ტევადობა 4 – 6 მუშა/მოსამსახურე, აღჭურვილობის დამატებითი არჩევანი: ორიარუსიანი საწოლები, გასახდელი კარადები და ტუმბოები)
  4. საშხაპე/ტუალეტი (ერთ კონტეინერში განთავსებულია 3 შხაპ-კაბინა წყლის გამათბობელით, 3 ტუალეტ-კაბინა, 3 ხელსაბანი).
  5. სამზარეულო სრული კომპლექტაციით (ქურა, ჭურჭლის სარეცხი ჩანები, დახლები, მაგიდები, მაცივარი, საჭირო ჭურჭელი + საკუთარი მზარეული)
  6. საკუჭნაო
  7. სასაწყობო
  8. წყლის სარეზერვო ბაკი 1 – 5 ტ. ტევადობით, თბოიზოლაციით, ელ. ტუმბოთი
  9. სამრეცხაო (აღჭურვილი ტანსაცმლის სარეცხი დანადგარებით)

 

ნაგებობები მოგვეპოვება როგორც კონდიციონერით აღჭურვილი, ასევე მის გარეშეც.

სტანდარტული საკონტეინერო ნაგებობის ზომებია სიგანე x სიგრძე x სიმაღლე: 2.40 x 6.00 x 2.60 (მ), ხოლო იჯარის ფასი თვეში დღგ ჩათვლით მერყეობს $250 – $400  ფარგლებში მათი რაოდენობიდან, არენდის ხანგრძლივობიდან, დისლოკაციის ადგილიდან, საინჟინრო კომუნიკაციების დაერთების მანძილიდან და თავად მათი აღჭურვილობიდან გამომდინარე. მათ განსათავსებლად საკმარისია დატკეპნილი ქვიშახრეშოვანი ზედაპირი, თუმცაღა ბეტონის ფილა უპირატესია.

დაინტერესების შემთხვევში შეგვიძლია დაგათვალიერებინოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტიპიური ნაგებობები ან მოწყობილი კამპუსი ექსპლოატაციაში მიმდინარე ობიექტებზე.

Call Now Buttonდარეკვა