ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარი PF3- ნარპრუფი

საფარი „ პფ – 3 “

აალებისა და ლპობის შემაჩერებელი ანტიპირენი – ანტისეპტიკი

(პროდუქტზე სერტიფიკატი არ არის)

მსტ 15420044 – 002 – 2006

ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი

„ნარპრუფი“

         საშუალება – საფარი „ პფ 3“ ნარპრუფი წარმოადგენს რკინისა და ფოსფატების შემცველ კომპოზიციურ წყალხსნარებს, რომლის დანიშნულებაა სამშენებლო მასალების  (ხე, მეტალი, ბეტონი) აგრეთვე, ქსოვილისა და ქაღალდის ზედაპირის დაფარვა მათი ცეცხლ – მედეგობის გაზრდის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, ეს საშუალება იცავს ხის მასალებს, ხის კონსტრუქციებს მისი შემდეგი ლპობისაგან.

  • დუღილის ტემპერატურა                                                                      120 C
  • წყალში ხსნადობა                                                                                   ნებისმიერი რაოდენობით
  • კუთრი წონა                                                                                            1,5 გრ/სმ
  • ფერი                                                                                                        უფერო, გამჭვირვალე
  • სუნი                                                                                                        უსუნო
  • აალების ტემპერატურა                                                                         არააალებადი
  • არა ტოქსიური, არა კანცეროგენული, არაალერგიული
  • შენახვა დასაშვებია ნებისმიერ ადგილას, სპეციალურ ვენტილაციას არ საჭიროებს. ასევე, არ არის საჭირო სასუნთქი ორგანოებისა და კანის სპეციალური დაცვა.

„ნარპრუფი“- ს გამოყენების შემთხვევაში არ არის აუცილებელი მასალების ზედაპირის მექანიკური დამუშავება. ხსნარის ხარჯი შეადგენს 1მ ² – ზე 0,1 – 0,3 ლიტრს. ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ ხსნარი ჯდება ფორებში, ავსებს მათ და წარმოქმნის დამცავ ფენას, რომელსაც გააჩნია მიკროფორები. აღნიშნული თვისება აძლევს მასალებს  სუნთქვის საშუალებას (ვენტილაცია) და მაღალ ადგეზიურობას. საფარის ხანგრძლივობა ხის ზედაპირზე შეადგენს 20 წლამდე პერიოდს. საფარის ფენების შრობა ხდება 1 სთ – ში, ხოლო სრული ქიმიური შრომა 24 სთ – ის შემდეგ, ყალიბდება დამცავი ფენა (მდგრადი კლიმატური ცვლილებებისადმი) დასაშვებია დეკორატიულობის მიზნით მასზე სხვადასხვა ტიპის ლაქ – საღებავების გადასმა.

1 ლიტრი ნარპრუფი PF-3-ით შესაძლებელია 3 – 5 მ2 ზედაპირის დამუშავება და დამოკიდებულია არსებული ზედაპირის ტიპზე, მის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

მასალის ფასი იხილეთ ვებ გვერდზე: დააჭირეთ აქ

ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარი PF-3 ჩვენი კომპანიის მიერ თავისუფალ გაყიდვაში არ არის. ის მზადდება მხოლოდ შეკვეთით. შეკვეთის მინიმალური რაოდენობაა 60 ლიტრი.

შესაძენი მასალის შეფუთვა: შეკვეთილი პროდუქტი შეგვიძლია დაგიხარისხოთ, ჩავასხათ და მოგაწოდოთ 5, 10, 20, 50 და 200 ლიტრიანი პოლიმერული ავზებით.

 

გამოყენების წესი

სხვადასხვა ზედაპირი შეიძლება დამუშავდეს შესხურებით, ჩაყურსვითა და წასმით. შემდეგში სამუშაო იარაღი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, ყოველი სამუშაო პროცესის დამთავრების შემდეგ.

შენახვის წესი

დასაშვებია შენახვა სხვადასხვა ლიტრაჟით პლასტმასისა და უჟანგავი მეტალის ჭურჭელში.

უსაფრთხოების წესები

თვალში მოხვედრის შემთხვევაში, გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით, ამოიბანეთ გამდინარე წყლით.

ტანსაცმელზე მოხვედრის შემთხვევაში იქმნება ღია ფერის ლაქა, რომელიც შესაძლებელია ამოირეცხოს.

შპს ZMK

+995 (577) 78 10 05 გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მხოლოდ სამუშაო საათებში.