ცეცხლმედეგი საღებავი PF-4 ნარკოუტი

საფარი(საღებავი)

ცეცხლ და ტემპერატურა მედეგი საღებავი „პფ-4“

(პროდუქტზე სერტიფიკატი არ არის)

მსტ 15420044-044-2007

ცეცხლგამძლე საღებავი   “პფ-4“ შეიცავს რკინის, ქრომის, ბორის ფოსფატებისა და სილიკატების კომპოზიციურ წყალხსნარს და მინერალურ პიგმენტს.

კომპოზიცია წარმოადგენს ცეცხლ და ტემპერატურამედეგ საღებავს. ასევე რადიაციისა და რადიაციული დაბინძურების დეზაქტივაციის საშუალებას.

  • დუღილის ტემპერატურა                                                                1200C
  • წყალში ხსნადობა                                                                             ნებისმიერი რაოდენობით
  • კუთრი წონა                                                                                      5 გრ/სმ
  • სტანდარტული ფერი: თეთრ-მონაცრისფრო, თუმცაღა მოთხოვნის შემთხვევაში პიგმენტის დამატებით შესაძლებელია წითელი, შავი და ა.შ.
  • სუნი                                                                                                   უსუნო
  • აალების ტემპერატურა                                                                    არააალებადი
  • არატოქსიური, არაკანცეროგენური, არაალერგიული.
  • შენახვა დასაშვებია ნებისმიერ ადგილზე, სპეციალურ ვენტილიაციას არ საჭიროებს. არ საჭიროებს სასუნთქი ორგანოებისა და კანის სპეციალურ დაცვას.

საღებავის მაქსიმალური ტემპერატურამედეგობა შეადგენს 7000C, დაფარვის ზომებია: 1ლ. 3-5მ, თბოგამტარობა 0.07 კკალ/ მ-სთ. სიმტკიცის ზღვარი 3-5 კგ/სმ.

„პფ-4“-ის გამოყენების შემთხვევაში არ არის აუცილებელი მეტალების ზედაპირის მექანიკური დამუშავება. დაუჟანგავი მეტალის შემთხვევაში სასურველია ზედაპირის გაწმენდა ზეთოვანი ნარჩენებისაგან. საღებავის წასმა მეტალის ზედაპირზე შესაძლებელია ჩაყურსვით, შესხურებით და წასმით. შესხურება შესაძლებელია სპეციალური შესასხურებელი აპარატით, საღებავის სისქისა და სუსტი დენადობის გამო.

საღებავის შრობა ხდება 1-სთ-ში. ხოლო სრული ქიმიური შრობა 24 სთ-ის შემდეგ. ყალიბდება დამცავი ფენა (მდგრადი კლიმატური ცვლილებებისადმი).

მინერალ ბარიტის დამატების შემთხვევაში საღებავის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დონის რადიაციული გამოსხივების შესაჩერებლად, კერძოდ გამა გამოსხივების შესაჩერებლად, ხოლო ტყვიისა და კადმიუმის ელემენტების დამატების შემთხვევაში ალფა და ბეტა გამოსხივების შესაჩერებლად.

საფარის ხანგრძლივობა მეტალის ზედაპირზე შეადგენს 20 წლამდე პერიოდს. დასაშვებია დეკორატიულობის მიზნით მასზე სხვადასხვა ტიპის საღებავების გადასხმა.

დასამუშავებელი ზედაპირის 1 კგ. საღებავი PF-4-ით დაფარვის მახასიათებლებია:

ა) ზედაპირზე დატანისას საფარის სველი სისქე:  130 µ, იფარება 2.5 – 3 მ2

ბ) შრობის შემდეგ მიღებული საფარის მყარი სისქე:   75 µ – 80 µ

შესაძლებელია 3 – 5 მ2 ზედაპირის დამუშავება და დამოკიდებულია არსებული ზედაპირის ტიპზე, მის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

მასალის ფასი იხილეთ ვებ გვერდზე: დააჭირეთ აქ

ცეცხლმედეგი საღებავი PF-4 ჩვენი კომპანიის მიერ თავისუფალ გაყიდვაში არ არის. ის მზადდება მხოლოდ შეკვეთით. შეკვეთის მინიმალური რაოდენობაა 60 კგ.

შესაძენი მასალის შეფუთვა:

შეკვეთილი პროდუქტი შეგვიძლია დაგიხარისხოთ, ჩავასხათ და მოგაწოდოთ 5, 10, 20, 50 და 200 ლიტრიანი პოლიმერული ავზებით.

შენახვის წესი:

დასაშვებია შენახვა სხვადასხვა ლიტრაჟით პლასტმასისა და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში.

უსაფრთხოების წესები:

თვალში მოხვედრის შემთხვევაში გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით ამოიბანეთ გამდინარე წყლით.

შპს ZMK

ტელ.: +995 (577) 78 10 05 გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მხოლოდ სამუშაო საათებში