ანტიკოროზიული ხსნარი PF2 – ნარკოუტი

ლითონების დაჟანგვისაგან დამცავი ანტიკოროზიული საშუალება

  ნარკოუტი პფ-2 მსტ 15420044 – 004 – 2007

(პროდუქტზე სერთიფიკატი არ არის)

ჟანგის გარდამქმნელი ჟანგისაგან დამცავი საფარი

ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი

„პფ – 2“  წარმოადგენს რკინისა და ფოსფატების შემცველ წყალხსნარს, რომლის დანიშნულება არის შავი და ფერადი ლითონების ზედაპირებიდან ჟანგის ფენის მოცილება და დაფარვა წყალგაუმტარი აფსკით, ანტიკოროზიული თვისებების გაზრდის მიზნით.

„პფ – 2“  მეტალის ზედაპირზე წასმის შემდეგ, შედის რა რეაქციაში ჟნგთან, გარდაქმნის მას და წარმოშობს 24 სთ – ის განმავლობაში მტკიცე კოროზიისაგან დამცავ ფენას, რომელიც რჩება მეტალზე დიდი ხნის განმავლობაში (3 – 5 წწ ) შეღებვის გარეშე. ნარკოუტი არ საჭიროებს მეტალის ზედაპირის წინასწარ მექანიკურ დამუშავებას (გარდა მეტალის სოკოვანი კოროზიის შემთხვევებისა), ასევე არ საჭიროებს ჩამორეცხვას და სხვა გამანეიტრალებელი საშუალებებით დამუშავებას.

ანტიკოროზიულ საფარს ახასიათებს მტკიცე ადგეზია მეტალის ზედაპირზე და არ რეაგირებს ტემპერატურაზე და სინესტეზე, მას ახასიათებს მოშავო – მონაცრისფრო შეფერილობა.

  • დუღილის ტემპერატურა                                                                                       120 C
  • წყალში ხსნადობა                                                                                                    ნებისმიერი რაოდენობით
  • კუთრი წონა                                                                                                             1,5 გრ/სმ
  • ფერი                                                                                                                         უფერო, გამჭვირვალე
  • სუნი                                                                                                                          უსუნო
  • აალების ტემპერატურა                                                                                           არააალებადი
  • არა ტოქსიური, არა კანცეროგენული, არაალერგიული
  • შენახვა დასაშვებია ნებისმიერ ადგილას, სპეციალურ ვენტილაციას არ საჭიროებს. ასევე, არ არის საჭირო სასუნთქი ორგანოებისა და კანის სპეციალური დაცვა.

ფოსფატური გრუნტი, რომელიც წარმოიშობა მეტალის ზედაპირზე ხასიათდება კარგი წებვადობით, როგორც მეტალის მიმართ, ასევე სხვადასხვა სახის საღებავების მიმართ. აქედან გამომდინარე ნარკოუტი „პფ – 2“  მნიშვნელოვნად ზრდის საღებავების ადგეზიურობას მეტალების მიმართ და მნიშვნელოვნად ზრდის მათ სიცოცხლის – უნარიანობას.

1 ლიტრი ნარკოუტი PF-2-ით შესაძლებელია 8 – 10 მ2 ზედაპირის დამუშავება და დამოკიდებულია არსებულ ზედაპირზე ჟანგის/კოროზიის ხარიხზე.

მასალის ფასი იხილეთ ვებ გვერდზე:  დააჭირეთ აქ

ანტიკოროზიული ხსნარი PF-2 ჩვენი კოპანიის მიერ თავისუფალ გაყიდვაში არ არის. ის მზადდება მხოლოდ შეკვეთით. შეკვეთის მინიმალური რაოდენობაა 60 ლიტრი.

შესაძენი მასალის შეფუთვა: შეკვეთილი პროდუქტი შეგვიძლია დაგიხარისხოთ, ჩავასხათ და მოგაწოდოთ 5, 10, 20, 50 და 200 ლიტრიანი პოლიმერული ავზებით.

გამოყენების წესები:

„პფ – 2“  მეტალის ზედაპირზე დატანა დასაშვებია შესხურებით, ჩაყურსვითა და წასმით ფუნჯით, შემასხურებელი აპარატით ან ე.წ. როლიკით. დასამუშავებელ ზედაპირზე სოკოვანი კოროზიის არსებობის შემთხვევაში საჭიროა ზედაპირის წინასწარი გაწმენდა  რკინის ჯაგრისით. ხსნარის დატანისას დარწმუნდით, რომ მეტალის ზედაპირი თანაბრად არის დამუშავებული. +30C +200C გარემო ტემპერატურის პირობებში ხსნარის დატანიდან 2-3 სთ – ის შემდეგ ზედაპირი შრება და წარმოიქმნება დამცავი ფენა მდგრადი კლიმატური ცვლილებებისადმი. მთლიანი ქიმიური შრობა (ჟანგის გარდაქმნა) მიიღწევა 24 სთ – ის შემდეგ.

ხსნარის დატანა უნდა მოხდეს ლითონის მხოლოდ მშრალ ზედაპირზე და დაუშვებელია მისი გამოყენება წვიმიან ამინდში ღია მოედნებზე, რათა არ მოხდეს სითხის ჩამორეცხვა.

ხსნარით დამუშავებული ზედაპირი დამუშავებიდან 24 საათის, ანუ სრული ქიმიური შრობის შემდგომ უნდა დაიფაროს დამცავი საღებავი ფენით.

შენახვის წესები:

საშუალება ანტიკოროზიული ნარკოუტი „პფ – 2“ – ის შენახვა ხდება მხოლოდ პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში.

უსაფრთხოების წესები:

თვალში მოხვედრის შემთხვევაში, გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით, ამოიბანეთ გამდინარე წყლით.

შპს ZMK

ტელ: +995 (577) 78 10 05 გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მხოლოდ სამუშაო საათებში.