ჩვენი კომპანია დაარსდა და გაიარა სახელმწიფორ რეგისტრაცია 2009 წ. 30 დეკემბერს ქ. თბილისში როგორც სამშენებლო-საწარმოო სუბიექტმა. მისი დამფუძნებელია გიორგი ასათიანი, პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი, სამშენებლო საქმისა და მშენებლობის მენეჯმენტის 30 წლიანი გამოცდილებით.
კომპანიამ თავდაპირველად საქმიანობა დაიწყო როგორც სამშენებლო სამუშაოების (ძირითადად რკინაბეტონისა და ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები) ქვეკონტრაქტორმა.
სწორად შერჩეულმა საინჟინრო კადრებმა და კვალიფიციურმა მუდმივმა მუშა-პერსონალმა საშუალება მისცა კომპანიას ეტაპობრივად გაეფართოვებინა მომსახურებსი სპექტრი – დაემატებინა მოპირკეთების, ელ. სამონტაჟო, თბოსაიზოლაციო და სანტექნიკურ სამუშაოთა პროფილები და მცირე პერიოდში თავად გამხდარიყო მსხვილი ობიექტებისათვის ასეთ სამუშაოთა კონტრაქტორი